სოციალური არხების განსაზღვრა, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ციფრულ სამყაროში. იმის მიხედვით, თუ რას საქმიანობს კომპანია, იქმნება სტრატეგია, რომელ სოციალურს არხებს უნდა იყენებდნენ და რა შედეგის მომტანი იქნება ესა თუ ის არხი. მაგ: facebook, twitter, linkedin, youtube, tiktok და ა.შ.

კონტენტ მენეჯერი პასუხისმგებელია შექმნას მომხმარებლისთვის საინტერესო შინაარსის მქონე პოსტები, რაც გაზრდის აუდიტორიას და ბიზნესს განავითარებს.

ზოგადად კონტენტ მარკეტინგი არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი შინაარსის მატარებელი კონტენტის შექმნას, რომელიც მომხმარებელს მოიზიდავს და ბრენდის ცნობადობას გაზრდის.

ბლოგზე სტატიების გამოქვეყნება საშუალებას იძლევა, რომ უბრალო ვიზიტორები გავხადოთ ჩვენი მომხარებლები, შევისწავლოთ ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორები და შევქმნათ ლიდები ბისნესისთვის.

თუმცა ხანდახან ვიზუალური საშუალებებით ინფორმაციის მიტანა მომხარებლამდე უფრო ეფექტურია ვიდრე მხოლოდ ტექსტური მასალით, ამისთვის გამოიყენება – ინფოგრაფიკები ,რომელიც ბევრ რთულ და კომპლექსურ საკითხს მარტივად გასაგებს ხდის მომხმარებლისთვის.

ციფრული არხების მართვა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ კი კომპანიის ცნობადობაზე ვსაუბრობთ. მართვაში შედის, რეკლამის სწორად გაშვება, ბიუჯეტის შედგენა, ციფრული კალენდარი და შესწავლა ყველა განხორციელებული ქმედების, რისი საშუალებითაც მონაცვლეობს სამოქმედო გეგმა, ბრენდის ეფექტურად წარმოჩენისათვის.

EMAIL მარკეტინგი მსოფლიოში კარგად გავრცელებული ინტერნეტ რეკლამირების სფეროა, რომელიც საქართველოშიც მზარდი პოპულარობით სარგებლობს.იმეილ მარკეტინგი ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის მოზიდვის, შენარჩუნებისა და სწრაფი ინფორმირების საუკეთესო საშუალებაა.

იგი ითვალისწინებს სარეკლამო დიზაინის მქონე მეილის დაგზავნას მიზნობრივი აუდიტორიებისთვის, რომლებიც იყენებენ ელექტრონულ ფოსტას.

კლიენტი გვიკვეთავს იმეილ მარკეტინგულ რეკლამას და გვაწვდის საჭირო ინფორმაციას რეკლამის თაობაზე, ჩვენი გუნდი ქმნის სპეციალურ დიზაინს, თითოეული რეკლამის მიზნებისა და საჭიროებიდან გამომდინარე (HTML ფორმატში), რომელიც დაეგზავნება სპეციალურად შერჩეულ მიმღებ აუდიტორიას.

მიმღები აუდიტორიის სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის ან სხვა მნიშვნელობის მიხედვით.

EMAIL მარკეტინგი სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, ფასდაკლებისა და აქციის გავრცელება, მისალმება, შეხსენება,  და ა.შ.

იმის მიხედვით, თუ რომელი სახის EMAIL მარკეტინგის კამპანია სურს კლიენტს, იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, სარეკლამო მეილის შექმნიდან დაწყებული, მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის, მეილების დაგზავნისა და შედეგების ანალიზით დამთავრებული.

მოკლე ტექტური შეტყიბინების- რეკლამა არის მობილურის საშუალებით სერვისებისა და პროდუქტების შესახენ ინფორმაციის გავრცელება და პოპულარიზაცია.

მთელ მსოფიოში კომპანიები აბონენტებს უგზავნიან ინფომაციის მცირე მოცულობას , რაც ემსახურება სამიზნე აუდიტორიაში ნდობის გაძლიერებასა და კომპანის იმიჯის ამაღლებას. რატომ არის SMS რეკლამაში მნიშვნელოვანი?

· ხელს უწყობს ინტერაქციას;

· ადგილობრივ ბიზნესს სთავაზობს შესაძლებლობებს;

· არის სწრაფად შექნადი;

· მუშაობს სხვა მარკეტინგულ არხებთან.