თანამედროვე ბიზნესი წარმოუდგენელია ვებ-პლატფორმის გარეშე, ნებისმიერ კომპანიას სჭირდება ონლაინ მხარდაჭერა და შესაბამისად ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი მომსახურების პაკეტები, რაც გულისხმობს მარტივი სავიზიტო საიტიდან დაწყებული, რთული პორტალების ჩათვლით ყველანაირი საიტის შექმნას, როგორც მზა ძრავებისა და ენჯინების გამოყენებით – ასევე ინდივიდუალური დიზაინით და კოდირებით.

SEO (Search Engine Optimization) – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია.  ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომ თქვენი ვებგვერდი მოხვდეს Google-ს ან ნებისმიერი სხვა საძიებო სისტემაში ტოპ პოზიციებზე.

SEO-ს მიზანი არის საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა ნატურალური და ორგანული ფორმით, ანუ გვერდის “დამეგობრება” საძიებო სისტემებთან.

საძიებო სისტემის შედეგების რეიტინგები განისაზღვრება Google-ს ალგორითმის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ Google-ს ალგორითმი ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ SEO სპეციალისტებს მაინც უჩვენა ის ძირითადი ფაქტორები, რითიც საძიებო სისტემა შედეგებს განსაზღვრავს და მისცა მათ საშუალება შეექმნათ შესაბამისი სტრატეგიები და ხელსაწყოები, რითაც ვებგვერდის ტოპ პოზიციებზე გამოტანას ორგანულად შეძლებდნენ.

ბევრი ფიქრობს, რომ SEO ოპტიმიზაციის განხორციელების შემდეგ, შედეგი მალევე აისახება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის. საშუალოდ 3-დან 6 თვემდე სჭირდება, რომ Google-მა ან სხვა საძიებო სისტემამ საბოლოოდ დაგვანახოს ჩვენ მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგები.

ორი ძირითადი ფაქტორი, რასაც Google-ს ალგორითმი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, არის On Page და Off Page სეო ოპტიმიზაცია. მოდი განვიხილოთ თითოეული მათგანი.

On Page SEO – ეს არის თავიდან ბოლომდე ვებგვერდის კონტენტის დახვეწა, ისე, რომ Google-ს მაქსიმალურად მოვაწონოთ თავი. On Page სეო მოიცავს კონკრეტული სერვისებისა თუ ქივორდებისთვის მეტა თეგების გაწერას, ყველა გვერდისთვის შესაბამაისი, რელევანტური ლინკების მექანიკურად განსაზღვრას. სერვისების დასახელებების ცვლილებას ისე, როგორც უფრო ძებნადია, და არა ისე, როგორც უფრო ლამაზად იკითხება. ვებგვერდის ჩატვირთვის სისწრაფის მაქსიმალურად შემცირებას, რადგან არ შეიძლება ვებგვერდი 5 წამზე მეტხანს იტვირთებოდეს. შესაბამისად, საჭიროა მოხდეს ვებგვერდის გვერდების მოცულობის მაქსიმალურად შემცირება, რასაც აუცილებლად პროფესიონალის ხელი სჭირდება. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ვებგვერდის მორგება სხვადასხვა დივაისებზე, რადგან თუ თქვენი ვებგვერდი არ იხსნება მაგალითისთვის iPhone-ზე ან სხვა ნებისმიერ ტაბლეტზე, ჩათვალეთ, რომ Google-სგან უკვე დიდი მინუსი გაქვთ.

ეს On Page SEO-სთვის განსახორციელებელი ოპერაციების  მხოლოდ მცირე ჩამონათვალია და მათ გარდა კიდევ უამრავი ტექნიკური დეტალია, რისი განხორციელებაც თითქმის შეუძლებელია, თუ პროფესიონალი SEO სპეციალისტი არ ხართ.

Off Page SEO-ს რაც შეეხება, ეს არის სიგნალები Google-სთვის. რაც მეტ სიგნალს მივაწვდით, მით უფრო დადებითად განეწყობა Google ჩვენ მიმართ. უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, სიგნალები სოციალური მედიიდან და სხვადასხვა ვებგვერდებიდან (ბექლინკები). ბექლინკი გულისხმობს ჩვენი სერვისის, ვებგვერდის ან მომსახურების ლინკის მოხვედრას სხვა, რეიტინგულ ან არარეიტინგულ ვებგვერდებზე, რაც როგორც წესი ფასიანია. ბექლინკების შეძენითა და ჩვენი ვებგვერდის სხვადასხვა რეიტინგულ ვებგვერდებზე მოხვედრით, Google აღგვიქვამს როგორ უფრო ღირებულს, რადგან ჩვენ შესახებ „სხვებიც საუბრობენ“ და შესაბამისადაც რეაგირებს.

ჩვენი სპეციალიზირებული გუნდი, მუდმივ რეჟიმში ახდენს საიტის განახლებას და კონტენტის მენეჯმენტს დამკვეთის სურვილის მიხედვით.

საიტის მომსახურებაში შედის მოდულების დამატება, გვერდების ინტეგრაცია სოლიალურ ქსელელებთან და საიძიებო სისტემებში.

მომსახურების ფასი გამოითვლება ინდივიდუალურად, შესაძლებელია როგორც მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა – ასევე ერთჯერადი მომსახურება.